ჩვენ შესახებ



სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიული დარგია.სოფლის მეურნეობის დარგის შესაძლებლობები და პოტენციალი განუსაზღვრელია. თანამედროვე რთულ კლიმატურ პირობებში ხარისხიანი პროდუქციის მოსაყვანად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მცენარის სათანადო დაცვას საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური პირობებისათვის ადაპტირებული პესტიციდებითა და მიკროსასუქებით.


ამგვარი ამოცანების გადაწყვეტაში საიმედო პარტნიორია კომპანია  UKRAVIT, მცენარეთა დაცვის მრავალფეროვანი საშუალებებით.
კორპორაცია UKRAVIT არის უდიდესი უკრაინული მწარმოებელი მცენარეთა დაცვის საშუალებების სფეროში 1999 წლიდან.
კომპანიის ძირითადი საქმიანობაა თანამედროვე, მაღალეფექტური პესტიციდების და აგროქიმიკატების წარმოებაა,მათ შორის სასუქები მიკროელემენტებით და ინსექტიციდები  საყოფაცხოვრებო მავნებლების განადგურების მიზნით.პროდუქტის შექმნა იწყება მცენარეთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის ლაბორატორიაში,რომელიც კომპანიამ 2018 წელს გახსნა. ინსტიტუტის მეცნიერები შეიმუშავებენ ახალ,გაუმჯობესებულ წამლის ფორმულირებებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.


პროდუქცია მზადდება UKRAVIT-ის ქარხანაში ქ.ჩერკასიში-plant1 მცენარეთა დაცვის საშუალებების და რთული მაღალკონცენტრირებული თხევადი სასუქების,ოპტიმალურად შერჩეული მაკრო-,მეზო-, მიკრო- და ულტრა მიკროელემენტებით. ამჟამად კომპანიას აქვს 160–ზე მეტი საწარმოო ხაზი აღჭურვილი საუკეთესო, თანამედროვე აპარატურით .
წარმოების პროცესის თითოეული ეტაპი - ნედლეულის შემოწმება, წარმოების პროცესების შუალედური კონტროლი და მზა პროდუქტის ხარისხის კონტროლი - აკმაყოფილებს ხარისხისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს, დადასტურებული ISO 9001, OHSAS 18001, ISO 14001 სერთიფიკატებით.


მზა პროდუქტი და ნედლეული ინახება თანამედროვე სერთიფიცირებულ საწყობში, რომლის ფართობია 15000 მ კვადრატული მეტრი, 30 000 ტონაამდე ტევადობით. საწყობი აკმაყოფილებს პროდუქციის შენახვის ყველა მოთხოვნას და გააჩნია ხანძარსაწინააღმდეგო  უნიკაური ავტომატური სისტემა.


2013 წლიდან, UKRAVIT მთლიანად გადაერთო პროდუქციის საკუთარი, COEX შეფუთვით წარმოებაზე სპეციალურად პესტიციდებისათვის,3 მლ-დან 20 ლიტრამდე შეფუთვით, ლოგოების "UKRAVIT" და "PHARMACY SADIVNIKA" გამოსახულებით,რაცაბსოლიტურად გამორიცხავს ფალსიფიცირებას.


UKRAVIT-ის პროდუქცია ყოველწლიურად ხდება უფრო  სანდო და პოპულარული აგრარულ სექტორში,არა მხოლოდ უკრაინაში არამედ მის საზღვრებს გარეთ.ბოლო წლებში ხორციელდება პროდუქციის ექსპორტი საქართველოში,მოლდავეთში,სასომხეთში,ეთიოპიაში და უზბეკეთში.


ასევე მულტიეროვნულ კორპორაციასთან თანამშრომლობით ემზადება ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის გასატანად.
კატალოგში წარმოდგენილი პრეპარატები, მათი მოხმარების წესების გათვალისწინებით გვაძლევენ საშუალებას მოვიყვანოთ სოფლის მეურნეობის პროდუქცია ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
 
მადლობა ნდობისთვის
გიწვევთ თანამშრომლობისთვის. გისურვებთ უხვ მოსავალს და წარმატებებს.


კორპორაცია UKRAVIT   გენერალური  დირექტორი
ვიტალი ილიჩენკო


კომპანია GEO-UKRAVIT დირექტორი
გიორგი გაბრიჭიძე