მოქმედი ნივთიერება
2,4–დ ამინური მარილის ფორმით, მჟავურ ეკვივალენტში 350 გ/ლ + დიკამბა ამინური მარილის ფორმით, მჟავურ ეკვივალენტში 125 გ/ლ.
პრეპარატის ფორმა
ხსნადი კონცენტრატი.
ქიმიური ჯგუფი
არილოქსიალკანკარბონის მჟავების წარმოებულნი +ბენზომჟავის წარმოებულნი.
შეფუთვა - 5 ლ.
აღმოცენების შემდეგ გამოსაყენებელი სისტემური ჰერბიციდი მარცვლეული თავთავიანი კულტურების და სიმინდის ნათესებში ერთწლიანი და მრავალწლიანი ორლებნიანი სარეველების, მათ შორის ფესვიანი სარეველების, გასანადგურებლად.
თავსებადობა
თავსებადია უმეტესობა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, ტუტიანი ხსნარების გამოკლებით, შესაბამის კულტურებზე. სამუშაო ნარევის დამზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე (არ უნდა წარმოიქმნას ნალექი, ქაფი, განშრევება, და ა.შ.). კომბინირება დაშვებულია მხოლოდ იმ კომპონენტებთან, რომლებიც ემთხვევა დამუშავების რეკომენდირებულ ვადებს კულტურის განვითარების ფაზის ჩათვლით.
მოქმედების მექანიზმი
სისტემური მოქმედების ჰერბიციდი. მექანიზმი შედგება ფოტოსინთეზის და უჯრედების გაყოფის პროცესის დარღვევაში, რაც იწვევს სარეველების ფოთლების და ტანის დეფორმაციას და ფესვთა სისტემის განადგურებას
მოქმედების სპექტრი
მგრძნობიარე სარეველები: ავშაფოთლიანი ამბროზია, რუსული ღიღილო, მინდვრის ღიღილო, მინდვრის მდოგვი, წიწმატურა ჩვეულებრივი, გონგოლა, ჟუნჟრუკი საშუალო, ქუთქუთა, ბეგიაური, მამულა, ბოლოკურა, შავთარა სამკურნალო, ჩვეულებრივი მატიტელა, მინდვრის ღიჭა,წიწმატელა, სპერგულა ჩვეულებრივი, ღოლო, გალსინოგა (სახეობები), თათაბო, მზესუმზირის ნაქარი.საშუალოდ მგრძნობიარე სარეველები: ნაცარქათამა თეთრი, ღიჭა, ყვითელი ღიჭა, ვარდისფერი ღიჭა, მინდვრის ნარშავი, ხვართქლა, ლემა ჩვეულებრივი, ჩვეულებრივი ნეკერჩხალი, კამანია, მწარა (სახეობები), ჯიჯლაყა (სახეობები), თავცეცხლა (სახეობები).სუსტად მგრძნობიარე სარეველები: ვერონიკა (სახეობები).
პრეპარატის უპირატესობები