მოქმედი ნივთიერება
ტიფენსულფურონ – მეთილი 750 გ/კგ.
პრეპარატის ფორმა
წყალში დისპერსირებადი გრანულები.
ქიმიური ჯგუფი
სულფონილშარდოვანები.
შეფუთვა - 50 გ.
აღმოცენების შემდეგ გამოსაყენებელი სისტემური მოქმედების ჰერბიციდი, ერთწლიანი ორლებნიანი სარეველების გასანადგურებლად მარცვლეული თავთავიანი კულტურების, სიმინდის და სოიოს ნათესებში.
თავსებადობა
თავსებადია პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, გარდა ტუტოვნებისა. სამუშაო ნარევის დამზადების წინ მიზანშე წონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე (არ უნდა წარმოიქმნას ნალექი, ქაფი, განშრევება, ერთ–ერთი პრე პარატის არა სრული განზავება და ა.შ.). კომბინირება დაშვებულია მხოლოდ იმ კომპონენტებთან, რომლებიც ემთხვევა დამუშავების რეკომენდირებულ ვადებს კულტურის განვითარების ფაზის გათვალისწინებით. არ გამოიყენება ფოსფორორგანულ ინსექტიციდებთან. ამგვარი დამუშავებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 დღეს.
მოქმედების მექანიზმი
სისტემური მოქმედების ჰერბიციდი. ტიფენსულფურონ-მეთილი აღწევს სარეველებში ფოთლიდან და ღეროდან. გროვდება ზრდის წერტილებში და წყვეტს უჯრედების დაყოფას. რის შედეგადაც იწყება სარეველის კვდომა.
მოქმედების სპექტრი
მგრძნობიარე სარეველები: ვერონიკა (სახეობები), მწარა (სახეობები), მინდვრის მდოგვი, ღორის ბირკა, ჟუნჟრუკი საშუალო, ტეოფრასტის შვია, თათაბო ტოტებგაშლილი, ნაცარქათამა თეთრი, გარეული ხაშხაშა, თავცეცხლა (სახეობები), ბეგიაური, მზესუმზირა, ბოსტნის დანდური, ბოლოკურა, გვირილა (სახეობები), მლაშობურა, ია (სახეობები), ჯიჯლაყა, ჭინჭარი (სახეობები), წიწმატურა ჩვეულებრივი, ღოლო (სახეობები), გონგოლა სამკურნალო, სპერგულა ჩვეულებრივი, ქუთქუთა, ჯულაბი, ბურბუშელა სამკურნალო, წიწმატი, რაფსის ნაქარი. საშუალოდ მგრძნობიარე სარეველები: ავშაფოთლიანი ამბროზია, ყვითელი ღიჭა (მინდვრის), ლემა ჩვეულებრივი, შავთარა სამკურნალო, ტყიურა ერთწლოვანი, გარეული ხაშხაში, ჩვეულებრივი მატიტელა, რუსული ღიღილო. სუსტად მგრძნობიარე სარეველები: ხვართქლა, ჯულაბი, გალსინოგა წვრილყვავილიანი, ჩვეულებრივი ნეკერჩხალი.
პრეპარატის უპირატესობები