პროდუქცია

ჯეკ პოტი

პენკონაზოლი 100 გ/ლ
დიფენოკონაზოლი 200 გ/ლ


0,1ლ, 0,5ლ, 1ლ, 5ლ

მოქმედი ნივთიერება
პენკონაზოლი 100 გ/ლ +
დიფენოკონაზოლი 200 გ/ლ.

პრეპარატის ფორმა

ემულსიის კონცენტრატი.


ქიმიური ჯგუფი

ტრიაზოლების წარმოებულები.


შეფუთვა
- 0,1 ლ, 0,5 ლ, 1 ლ, 5 ლ.


კომბინირებული, სისტემური მოქმედების ფუნგიციდი, ხეხილის და ბოსტნეული კულტურების მრავალი დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის 


თავსებადობა
თავსებადია სხვა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, გარდა ტუტოვანებისა. ავზში პესტიციდების ნარევის მომზადების წინ საჭიროა საცდელი შერევის ჩატარება (არ უნდა გაუჩნდეს ნალექი, ქაფი, შრეები, კოშ ტები, არ უნდა დარჩეს გაუხსნელი რომელიმე პრეპარატი და ა.


მოქმედების მექანიზმი
სისტემური და ტრანსლამინარული მოქმედება. პრეპარატი სწრაფად აღწევს მცენარეში და ვრცელდება მასში, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას, ამცირებს წვიმით ჩამორეცხვის საშიშროებას. პენკონაზოლი თრგუნავს სტეროლების ბიოსინთეზს. მოძრაობს აკროპეტალურად და თრგუნავს ინფექციას სპორების ზრდის პერიოდში, აგრეთვე აფერხებს ზრდის მილის შეღწევას ფოთლის ქსოვილში. დიფენოკონაზოლი აღწევს მცენარის ქსოვილში, მთლიანად თრგუნავს სუბტიკულარული მიცელიუმის ზრდას, რაც ამცირებს სპორების წარმოქმნას.