პროდუქცია

ზახისტი

ციმოქსანილი 250 გ/კგ
მეტალაქსილი 100 გ/კგ


0,25კგ, 1კგ

მოქმედი ნივთიერება
ციმოქსანილი 250 გ/კგ +
მეტალაქსილი 100 გ/კგ.

პრეპარატის ფორმა:სველებადი ფხვნილი.

ქიმიური ჯგუფი

შარდოვანას და 
ფენილამიდების წარმოებულები.

შეფუთვა - 0,0075კგ, 0,25კგ, 1კგ


პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედების კომბინირებული ფუნგიციდი, ბოსტნეული კულტურებისა და ყურძნის მრავალი დაავადებისაგან დასაცავად.


თავსებადობა
თავსებადია სხვა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, გარდა ტუ
ტოვანებისა. ავზში პესტიციდების ნარევის მომზადების წინ უნდა შეამოწმოთ მათი თავსებადობა (არ უნდა გაუჩნდეს ნალექი, ქაფი, შრეები, კოშტები, არ უნდა დარჩეს გაუხსნელი რომელიმე პრეპარატი და ა. შ.).


მოქმედების მექანიზმი
ტრანსმილარული და ადგილობრივი სისტემური მოქმედება. ციმოქსანილი აღწევს ფოთლებიდან, გადანაწილდება მცენარეების ქსოვილების  ყველა უჯრედში (ტრანსლამინარული მოქმედება). მას გააჩნია სამკურნალო და სპორების წარმოქმნის საწინააღმდეგო მოქმედება, აჩერებს სოკოს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, ანელებს და წყვეტს უჯრედებში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს. ციმოქსანილი ანადგურებს დასნებოვნებიდან 1-2 დღის შემდეგაც კი დაავადების გამომწვევს, რომელმაც დაიწყო გამრავლება. მეტალაქსილი არის დამცავი, სამკურნალო და აღმომფხვრელი მოქმედების სისტემური ფუნგიციდი. ის თრგუნავს სოკოების განვითარებას აქტიური  ინფექციის შემდგომ სტადიებში. თავიდან აგვაცილებს სპორების წარმოქმნას და უზრუნველყოფს მცენარეთა დაუმუშავებელი ნაწილების და ახალი აღმონაცენების დაცვას.