მოქმედი ნივთიერება
კრეზოქსიმ-მეთილი 100 გ/ლ + დიფენოკონაზოლი 200 გ/ლ.
პრეპარატის ფორმა
სუსპენზიის კონცენტრატი.
ქიმიური ჯგუფი
სტრობილურების ჯგუფი და ტრიაზოლების წარმოებულები.
შეფუთვა - 0,003ლ, 0,1ლ, 0,5ლ, 1ლ
პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედების კომბინირებული ფუნგიციდი, ნებისმიერი სასოფლო სამეურნეო კულტურის მრავალი დაავადებისაგან დასაცავად
თავსებადობა
თავსებადია სხვა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, გარდა ტუტოვანებისა. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა შეამოწმოთ პრეპარატების თავსებადობა (არ უნდა გაუჩნდეს ნალექი, ქაფი, შრეები, კოშტები, არ უნდა დარჩეს გაუხსნელი რომელიმე პრეპარატი და ა. შ
მოქმედების მექანიზმი
გააჩნია ძალზე ძლიერი სისტემური მოქმედება. კრეზოქსიმ-მეთილი ამუხრუჭებს ციტოქრომ ც-რედუქტაზას აქტივობას და თრგუნავს მიტოქონდრულ სუნთქვას. მოქმედი ნივთიერება მცენარის ზედაპირზე მოხვედრისთანავე აჩერებს მცენარეთა დაავადების გამომწვევი სპორების ზრდას და წარმოქმნას. დიფენოკონაზოლი აღწევს მცენარის ქსოვილებში და მთლიანად თრგუნავს სუბკუტიკულური მიცელიუმის ზრდას, რაც ამცირებს დაავადების გამომწვევი სპორების წარმოქმნას
პრეპარატის უპირატესობები