პროდუქცია

არხეონი

პირაკლოსტრობინი, 250 გ/ლ


1ლ, 5ლ

მოქმედი ნივთიერება
პირაკლოსტრობინი, 250 გ/ლ  

პრეპარატის ფორმა: ემულსიის კონნცენტრატი

ქიმიური ჯგუფი

ტრიაზოლების წარმოებულები.

შეფუთვა - 1 ლ, 5 ლ

თანამედროვე ლოკალურ-სისტემური ფუნგიციდი, ტრანსლამინარული თვისებებით და გამოხატული ფიზიოლოგიური ეფექტით, სასოფლო -სამეურნეო კულტურების  დასაცავად დაავადებათა ფართო სპექტრისაგან

თავსებადობა
თავსებადია სხვა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, გარდა ტუტოვანებისა. ავზში პესტიციდების ნარევის მომზადების წინ უნდა შეამოწმოთ მათი თავსებადობა (არ უნდა გაუჩნდეს ნალექი, ქაფი, შრეები, კოშტები, არ უნდა დარჩეს გაუხსნელი რომელიმე პრეპარატი და ა. შ.)

 

მოქმედების მექანიზმი
მოქმედი ნივთიერება პირაკლოსტრობინი განაპირობებს ფუნგიციდის ღრმა და ხანგრძლივ დამცავ ეფექტს. პრეპარატი ფოკუსირებულია ფოთლის ზედაპირზე, შემდგომ ნაწილდება შიდა ქსოვილებში. აქტიური ნივთიერება ბლოკავს ენერგიის ნაკადს უჯრედებში, რომელიც იწვევს სოკოების სპორების და მიცელიუმის სიკვდილს.

გამოყენების რეკომენდაციები


მაღალი ეფექტურობის მისაღწევად მნიშვნელოვანი ფაქტორია კულტივირებული მცენარეების მთელი ზედაპირის ერთგვაროვანი შესხურება-დაფარვა სამუშაო ხსნარის მაღალი ეფექტურობა  მიიღწევა ორგანოსილიკონის მიმწეპებლის“ ინგრესი“ დახმარებით, 15-50 მლ 100 ლ წყალზე. საუკეთესო შედეგი მიიღწევა პრეპარატის პროფილაქტიკური ან საწყის ეტაპებზე გამოყენებისას, დაავადების  ხილული სიმპტომების გამოვლენამდე.პრევენციული მკურნალობა ტარდება ვეგეტაციის დასაწყისში .
წამლობებს  შორის 21 დღიანი ინტერვალით ,დაავადების განვითარების ხარისხისა და ამინდის პირობების მიხედვით.დაავადების განვითარების მაღალი რისკის დროს (წვიმის ამინდები), აუცილებელია მკურნალობებს შორის ინტერვალის შემცირება 10-14 დღემდე.
ვაშლის
ნარგავებში რეკომენდებულია მისი გამოყენება   „ვარდისფერი კონუსის“ ფაზიდან  ნაყოფის სიმწიფემდე 10-დან +25 °C-მდე  ტემპერატურის დიაპაზონში

დამუშავების მაქსიმალური სიხშირე სეზონზე:

ყურძენი, ხილ-კენკროვანი კულტურები - 3 ჯერ,

მარცვლეული, მზესუმზირა, ბოსტნეული ,პარკოსნები- 2 ჯერ.

ლოდინის პერიოდი ბოლო დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე 30 დღე.

სამუშაო ხსნარის მოხმარების მაჩვენებელი:
ხილ-კენკროვანი კულტურები 500-1000 ლ/ჰა,ვენახები 500-800 ლ/ჰა,
მარცვლეული, მზესუმზირა, ბოსტნეული , პარკოსნები-  150-300 ლ/ჰა


ტოქსიკურობა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  კლასიფიკაცია: საშიშროების მესამე კლასი


ცხრილის ჩამოტვირთვა