პროდუქცია

ცელიტელი

მანკოცები 640 გ/კგ
მეტალაქსილი 80 გ/კგ

0,05კგ, 0,25კგ, 1კგ

მოქმედი ნივთიერება
მანკოცები 640 გ/კგ +
მეტალაქსილი 80 გ/კგ.

პრეპარატის ფორმა

სველებადი ფხვნილი


ქიმიური ჯგუფი

დითიოკარბამინის მჟავას წარმოებულები + ფენილამიდების ჯგუფის წარმოებულები.

შეფუთვა
- 0,05კგ, 0,25კგ, 1კგ

კომბინირებული კონტაქტურ-სისტემური ფუნგიციდი,  სასოფლო-სამეურნეო კულტურების მრავალი დაავადებისაგან  დასაცავად.


თავსებადობა
თავსებადია სხვა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, გარდა ტუტოვანებისა. ავზში ნარევის მომზადების წინ უნდა შეამოწმოთ მათი თავსებადობა (არ უნდა გაუჩნდეს ნალექები, ქაფი, შრეები, კოშტები, არ უნდა დარჩეს გაუხსნელი რომელიმე პრეპარატი და ა. შ.).


მოქმედების მექანიზმი
ფუნგიციდი, რომელიც უზრუნველყოფს მცენარის გარეგან დაცვას, წარმოქმნის
მასზე «დამცავ აპკს», და ერთდროულად არის სხვა დაავადებების მიმართ გამძლეობის ძირითადი რგოლი. მეტალაქსილი სწრაფად შეიწოვება და ვრცელდება მცენარეში და იცავს მას, მათ შორის ახალ აღმონაცენებსაც, მიუხედავად ინფექციის სიძლიერისა. ის თრგუნავს მიცელიუმის ზრდას მცენარის ქსოვილებში. თავიდან გვაცილებს სპორების წარმოქმნას და გააჩნია ინფექციის შემდგომი მოქმედება.