პროდუქცია

ანტიკლეშჩ მაქსი

პირიმიფოს-მეთილი 200 გ/ლ
პირიდაბენი 150 გ/ლ
აცეტამიპრიდი 50 გ/ლ

0,1ლ, 1ლ

მოქმედი ნივთიერება
პირიმიფოს-მეთილი 200 გ/ლ + პირიდაბენი 150 გ/ლ + აცეტამიპრიდი 50 გ/ლ

პრეპარატის ფორმა

ემულსიის კონცენტრანტი.


ქიმიური ჯგუფი

ფოსფორორგანული შენაერთები+
პირიდაზინონები+ნეონიკოტინოიდები.

შეფუთვა -
0,1ლ, 1ლ, 5ლ


სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფართო სპექტრის დასაცავად განკუთვნილი ძალიან ძლიერი კონტაქტურ-სისტემური და ფუმიგაციური მოქმედების ინსექტო-აკარიციდი.


თავსებადობა
თავსებადია სხვა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, გარდა ტუ
ტოვანებისა. სამუშაო ხსნარის მომზადებამდე მიზანშეწონილია შემოწმდეს თავსებადობა (ნალექისა და ქაფის არარსებობა, შრეებად დაშლა, ბურთულებად გაქნა, რომელიმე პრეპარატის არასრული გახსნა და ა.შ.).


მოქმედების მექანიზმი
ინსექტო-აკარიციდი კონტაქტურ-სისტემური და ფუმიგაციური ეფექტით. 

პირიმიფოს-მეთილი-ქოლინესთერაზის აქტივობის შემამცირებელი ფოსფორორგანული ნივთიერება, რაც იწვევს მავნებელბის ორგანიზმებში უჯრედების გაუწყლოებასა და მეტაბოლური პროცესების ჰორმონალური რეგულაციების დარღვევას. 

პირიდაბენი-გავლენას ახდენს მავნებლების ცენტრაულ ნერვულ სისტემაზე, რაც იწვევს კვდომას. აქვს ძლიერი კონტაქტური, ნაწლავური და ხანგრძლივი სისტემური დაცვითი მოქმედება მავნებლების ჩამოყალიბების ძირითადი სტადიის წინააღმდეგ (კვერცხი-მატლი-ნიმფა-ზრდა-სრუ ლი ტკიპა).

აცეტამიპრიდი- საკმაოდ სწრაფად შეიწოვება ფოთოლის ზედაპირიდან, ვრცელდება მცენარის ყველა ნაწილსა და ახალ ყლორტში, ფიტოტოქსიკური ეფექტი ვლინდება მავნებლების ნერვულ სისტემაზე მოქმედებით, რომელიც იწვევს კვდომას, ზედმეტი ნერვული აგზნების და დამბლის ფონზე.