პროდუქცია

ანტიხრუში

ბიფენტრინი 100 გ/ლ
იმიდაკლოპრიდი 100 გ/ლ

0,03ლ, 0,5ლ, 1ლ, 5ლ

მოქმედი ნივთიერება
ბიფენტრინი100 გ/ლ +
იმიდაკლოპრიდი 100 გ/ლ

პრეპარატის ფორმა
სუსპენზიის კონცენტრატი.

ქიმიური ჯგუფი

სინთეტიკური
პირეტროიდები+ნეონიკოტინოიდები.

შეფუთვა
- 30 მლ, 0,5 ლ, 1ლ, 5ლ

 

ძალიან ძლიერი კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების ინსექტიციდი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესებისა და ხილ-კენკროვანი ნარგავების მავნებლების ფართო სპექტრის გასანადგურებლად.

თავსებადობა
თავსებადია სხვა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, გარდა ტუტოვანებისა. შეწამვლის დროს დასაშვებია ფუნგიციდური და მასტიმულირებელი მოქმედების პრეპარატთან ერთად გამოყენება. პესტიციდის საავზე ხსნარის მომზადებამდე მიზანშეწონილია შემოწმდეს თავსებადობა (ნალექისა და ქაფის არარსებობა, შრეებად დაშლა, ბურთულებად გაქნა, რომელიმე პრეპარატის არასრული გახსნა და ა.შ.)

ანტიხრუშის შემადგენლობაში შედის ახალი თაობის ორი ინსექტიციდური აქტიური ნივთიერება, რომლებიც ურთიერთმოქმედებენ და ავსებენ ერთმანეთს. ანტიხრუში კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების ინსექტიციდია, რომელიც ახდენს რა მავნე მწერების სასიცოცხლო ფუნქციების ბლოკირებას, ანგრევს მათ ცენტრალურ ნერვულ სისტემას, და იწვევს სწრაფ კვდომას. ამას გარდა ანტიხრუში ირიბად ამცირებს მცენარეების დაავადების გავრცელებას, ამდენად ეფექტურად მოქმედებს იმ მავნებლებზე, რომლებიც არამარტო აზიანებენ კულტურას, არამედ მეორადი სოკოვანი და ვირუსული ინფექციების განვითარების ხელსაყრელ პირობებსაც ქმნიან. ამგვარად თავისი კომბინირებული მოქმედების წყალობით ანტიხრუში უზრუნველყოფს მთელი რიგი კულტურების საიმედო დაცვას სხვადასხვა მავნებლებისგან.

 

ბოსტნეულის  და ხილ-კენკროვანი კულტურების ნერგების დასაცავად

10 ლიტრ წყალში გახსენით 10  გრამი „ანტიხრუში“ და შესაბამისი კულტურის ავანგარდი®  ჯგუფის  მიკროსასუქი, 20 გრამის ოდენობით . მოურიეთ საუშაო ხსნარის ერთგვაროვნებამდე.

 

სარგავი მასალის დამუშავება უნდა მოხდეს მცენარის ფესვთა სისტემის მუშა ხსნარში ჩაძირვით და დასველებით, გადარგვამდე  1-2 საათით ადრე . სამუშაო ხსნარის დარჩენილ ნაწილს ავსებენ 10 ლიტრამდე წყლით და დარგვის შემდეგ ასხურებენ ნიადაგს ნერგის გარშემო. ზემოთ აღწერილი პროცედურა საუკეთესო პრევენციაა მცენარეთა ფესვთა სისტემის დეზინსექციისა და ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის . უმჯობესდება მცენარის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, ძლიერდება ფესვთა სისტემა  და გარემო არახელსაყრელი პირობებისადმი მდგრადობა

 


 

ტოქსიკურობა: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაცია: მე-3 კლასის საფრთხის შემცველი.