პროდუქცია

ზახვატ ოილი

მცენარეული ზეთი 800გ/ლ



5ლ

მოქმედი ნივთიერება
მცენარეული ზეთი 800გ/ლ


პრეპარატის ფორმა

ემულსია, ზეთი წყალში.


შეფუთვა
-1ლ, 5ლ

 

უახლესი, უსაფრთხო ეკოინსექტიციდი და ადიუვანტი. ხილ-კენკროვანების, ციტრუსების და ვაზის კულტურების დასაცავად მთელი რიგი მავნებლებისაგან


თავსებადობა

თავსებადია პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, გარდა გოგირდის შემცველებისა. სამუშაო ხსნარის მომზადების წინ უნდა შემოწმდეს პრეპარატის თავსებადობა (არ უნდა წარმოიქმნას ნალექი, ქაფი, შრეები,კოშტები, არ უნდა დარჩეს რომელიმე პრეპარატი გაუხსნელი და ა.შ.).


მოქმედების მექანიზმი
ამცირებს პრეპარატების ზედაპირულ დაჭიმულობას და ხელს უწყობს
მათ შეღწევადობის ზრდას მცენარეში. როდესაც პრეპარატს ვიყენებთ როგორც ბიოინსექტიციდს მას ახასიათებს შემდგომი მოქმედება: მწერზე, მის კვერცხებზე ან ჭუპრზე მოხვედრისას წარმოქმნის აპკს, რომელიც არ ატარებს ჟანგბადს და იწვევს მავნებლის ასფიქსიას (გაგუდვას),
ასევე ხელს უშლის ტკიპების და ბუგრების კვერცხიდან ახალი თაობის გამოსვლას.