პროდუქცია

დელავიტი

დითიანონი 350გ/ლ


1ლ, 5ლ

მოქმედი ნივთიერება
დითიანონი 350გ/ლ.


პრეპარატის ფორმა

სუსპენზიის კონცენტრანტი.


ქიმიური ჯგუფი
დი
თიანები


შეფუთვა
1 ლ, 5ლ.

 

პროფილაქტიკურ-სამკურნალო თვისებების კონტაქტური ფუნგიციდი. ხეხილის, ვაზის და ბოსტნეული კულტურების დაავადებათა კომპლექსისგან დასაცავად


თავსებადობათა
თავსებადია პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, გარდა ტუტოვა
ნებისა. სამუშაო ხსნარის მომზადების წინ უნდა შემოწმდეს პრეპარატის თავსებადობა (არ უნდა წარმოიქმნას ნალექი, ქაფი, შრეები, კოშტები, არ უნდა დარჩეს რომელიმე პრეპარატი გაუხსნელი და ა.შ.). არაა რეკომენდირებული მისი გამოყენება მინერალურ ზეთთან და გოგირდის ფუძეზე დამზადებულ პრეპარატებთან.


მოქმედების მექანიზმი

კონტაქტური მოქმედების ფუნ
გიციდი,რომელიც მოქმედებს სოკოში არსებულ ფერმენტებზე, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედული სუნთქვის პროცესში. მოქმედების მექანიზმი გამოიხატება შემდგომში: ხელს უშლის დაავადების გამომწვევი სოკოს სპორების განვითარებას ფოთლსა და ნაყოფის ზედაპირზე.

 


 


გამოყენება
საუკეთესო შედეგი მიიღება პრეპარატის პროფილაქტიკური გამოყე
ნებისას. ფუნგიციდი დელავიტი მაღალეფექტურია ქეცის პირველადი სიმპტომების გამოვლინებისას (გაზაფხული - ასკოსპორებით დაინფიცირებისას) და მეორადი (ზაფხული - დაავადების კონიდიუმით გამრავ ლებისას) პრეპარატის მოქმედი ნივთიერება წყალში ბოლომდე არ იხსნება, რაც ხელს უწყობს მისი მოქმედების გახანგრძლივებას. დამუშავების შემდგომ მცენარეზე წარმოიქმნება წყლის მიმართ გამძლე დამცავი ფენა, რომელიც აფერხებს სპორათა ზრდა-განვითარებას. სხვა კონტაქტური ფუნგიციდებისგან განსხვავებით, მოქმედი ნივთიერების ის ნაწილი რომელიც წყალში არ გაიხსნა და ისე მოხვდა მცენარეზე, ეტაპობრივად იწყებს გადანაწილებას (წვიმის, ნამის მოხვედრისას და ა.შ.), რაც ავტომატურად იწვევს როგორც ძველი ასევე ახალი ნაზარდის დაცვას ხანგრძლივად. მცენარეზე შენარჩუნების მაღალი ეფექტი და მეორადი გახსნის უნარი უზრუნველყოფს პრეპარატის მაღალ ეფექტურობას წვიმიან და დაბალი ტემპერატურის პირობებში, მცენარის ვეგეტაციის საწყის პირობებში.

 


სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა: მინდვრის კულტურები: 200-300ლ/ჰა, ვენახი: 500-800ლ/ჰა, ხეხილი: 500-1000ლ/ჰა, ციტრუსი: 600-1200 ლ/ჰა.

ტოქსიკურობა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაცია: საშიშროების მე-3 კლასი. 
დამუშავებულ ფართობზე მექანიზირებული სამუშაოების ჩასატარებლად გასვლის ვადა -3 დღე, მექანიკური სამუშაოებისთვის - 7 დღე.