პროდუქცია

ფენომენი

კაფტანი 780გ/კგ ფლუტრიაფოლი 20 გ/კგ


0,25კგ, 1კგ, 5კგ

მოქმედი ნივთიერება

კაფტანი 780გ/კგ +

ფლუტრიაფოლი  20 გ/კგ; 


პრეპარატის ფორმა

წყალში დისპენსირებადი გრანულები


ქიმიური ჯგუფი

ფთალიმიდები + ტრიაზოლები

შეფუთვა - 0,25კგ, 1კგ, 5კგ


კონტაქტურ-სისტემური ფუნგიციდი, პარკოსანი და  ხილ-კენკროვანი კულტურების დასაცავად  დაავადებათა კომპლექსისაგან.

 

 

თავსებადობა

თავსებადია სხვა ნეიტრალურ პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან. რეკომენდირებული არ არის გამოყენება  ზეთოვან პესტიციდებთან და ბორდოს ნარევებთან. თუმცა, თითოეულ შემთხვევაში, აუცილებებლია თავსებადობის ტესტის ჩატარება.

 

მოქმედების მექანიზმი

კაპტანი არის კონტაქტური  ნივთიერება. დამუშავებული მცენარეების ზედაპირზე მოხვედრისას იქმნება დამცავი ფენა, რომელიც ხელს უშლის ხელახლ ინფექციას.

პათოგენზე გავლენას ახდენს პროტეინების ჯგუფებთან რეაქცია და შედეგად ანადგურებს სპორების გაღივებისთვის აუცილებელ ძირითად ფერმენტებს.

კაპტანი ხელს უშლის პათოგენის სპორების გაღივებას და მათ შეღწევას მცენარეთა ქსოვილებში,

პროფილაქტიკური თვისებების მქონე პათოგენებზე მრავალმხრივი  მოქმედების გამო ხელს უშლის რეზისტენტობის რისკს;

ფლუტრიაფოლი არის კონტაქტური მოქმედების სისტემური ნივთიერება, რომელსაც აქვს დამცავი და სამკურნალო თვისებები.

ის არის ერგოსტეროლის ბიოსინთეზის ინჰიბიტორი -ძირითადი სტეროლი პათოგენების უჯრედულ მემბრანებში, რის შედეგადაც უჯრედის მემბრანა კარგავს თავის თვისებებს და გამომწვევი იღუპება.

 

მოქმედების სპექტრი :

ნაცარი, ქეცი, ჭრაქი, ყავისფერი ლაქიანობა (ფილოსტიკტოზი), ფუზარიოზი, ასკოხიტოზი,
ნაყოფის სხვადასხვა სახის სიდამპლე,
ფოთლის ლაქიანობა,ფოთლის სიხუჭუჭე,კლასტეოსპოროზი, 
მონოლიოზი.

შესხურების მაქსიმალური სიხშირე სეზონზე -4 ჯერ.

მექანიზებული სამუშაოებისთვის დამუშავებულ ადგილებში მუშების შესვლის ვადა 3 დღე,

ხელით სამუშაობისთვის - 7.

დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე ლოდინის დრო 40 დღე.

სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა:

ხილ-კენკროვან კულტურებში 500-1000 /ჰა.

ვენახში 500-800 ლ/ჰა

პარკოსნებში 200-300ლ/ჰა

ყურადღება

მაღალი ეფექტურობის მიღწევის მნიშვნელოვანი ფაქტორია კულტივირებული მცენარეების მთელი

ზედაპირის ერთგვაროვანი და ხარისხიანი შესხურება სამუშაო ხსნარის დრენაჟის გარეშე.

საუკეთესო შედეგი მიიღწევა ფუნგიციდის პროფილაქტიკური გამოყენებით

(„მწვანე კონუსის“ ფაზიდან და დამთავრებული ხილისა და კენკრის მომწიფების დაწყებით).

დამუშავების შემდეგ კაპტანი ქმნის წვიმის მდგრად დამცავ ფენას მცენარის ზედაპირზე,

რომელიც საიმედოდ აფერხებს სპორების აღმოცენებას და პათოგენების სპორულაციას,

ფლუტრიაფოლი კი სწრაფად შეიწოვება და აკროპეტულად გადადის მცენარის

გავლით ახალ ზრდამდე.

სამუშაო ხსნარის მოხმარების მაჩვენებელი უნდა შეირჩეს მოსავლის განვითარების ფაზის,

პლანტაციების ასაკისა და დაავადების ხარისხის მიხედვით. მინიმალური მოხმარების მაჩვენებლები

გამოიყენება ვეგეტაციის დასაწყისში და დაბალ ინფექციურ ფონზე,

მაქსიმალური - ფოთლის ზედაპირის ინტენსიური განვითარებისა და მაღალ ინფექციურ ფონზე

 

ტოქსიკურობა
ჯანმო კლასიფიკაცია: საშიშროების კლასი 3.

ცხრილის ჩამოტვირთვა