პროდუქცია

ტურილი

ემამექტინის ბენზოატი 100 გ/კგ


0,250 კგ

მოქმედი ნივთიერება

ემამექტინის ბენზოატი 100 გ/კგ

პრეპარატის ფორმა

წყალში დისპენსირებადი  გრანულები

ქიმიური ჯგუფი

ავერმექტინები

შეფუთვა -  0.25 კგ


უახლესი, ტრანსლამინური კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების ინსექტიციდი, მავნებლების ფართო სპექტრის წინააღმდეგ

 

 

თავსებადობა

თავსებადია სხვა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან. სამუშაო ნარევების მომზადებამდე მიზანშეწონილია შეამოწმოთ პრეპარატები თავსებადობაზე

(ნალექის არარსებობა, ქაფი, დელამინაცია,  ერთ-ერთი წამლის არასრული დაშლა და ა.შ.). არ არის რეკომენდებული ფოსეტილ ალუმინზე დაფუძნებულ ფუნგიციდებთან შერევა

მოქმედების მექანიზმი

ემამექტინის ბენზოატიარის არის არასისტემური აქტიური ნივთიერება გამოხატული ტრანსლამინარული თვისებებით. აქვს კონტაქტური და ნაწლავური მოქმედება.

ეს არის ნეიროტოქსინი, რომელიც არღვევსγ-ამინობუტერინის მჟავას (GABA) ნორმალურ ფუნქციონირებას - ერთ-ერთი იმ რამდენიმე ამინომჟავიდან,

რომელიც მოქმედებს როგორც ნეიროტრანსმიტერი (ნერვის იმპულსების გადამცემი).ემაექტინის ბენზოატი, ისევე როგორც სხვა ავერმექტინები, უკავშირდება GABA რეცეპტორებს,

რაც იწვევს ქლორიდის იონების გამტარიანობის გაზრდას ნერვულ და კუნთოვან ქსოვილში გლუტამატზე დამოკიდებული ქლორიდის არხების გახსნით. ამიტომ აქტიური ნივთიერების მავნებლის

ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ  რამდენიმე საათში  შეიმჩნევა დამბლა, იბლოკება მოტორული აქტივობა,ჩერდება კვება და რამდენიმე დღეში ხდება სრული სიკვდილი (დამოკიდებულია მავნებლის განვითარების სტადიაზე). ემამექტინის ბენზოატის სწრაფი შთანთქმის და ტრანსლამინარული თვისებების გამო, გარემო ფაქტორების გავლენა მოქმედების ეფექტურობაზე მცირდება და ენტომოფაგებზე უარყოფითი ზემოქმედება მინიმუმამდეა დაყვანილი.

 

 

მოქმედების სპექტრი :
მავნებლების ფართო სპექტრი:ნაყოფიჭამია,ფოთლის მენაღმე ჩრჩილი,ფოთოლხვევია,
ხვატარი,(ბამბის ხვატარი),კომბოსტოს ჩრჩილი,კომბოსტოს ხვატარი,თეთრულები,
ალუბლის ბუზი,ყურძნის ჭია,კვირტის ჭია და სხვა მავნებლები 

 

შესხურების მაქსიმალური სიხშირე სეზონზე -3 ჯერ.

მექანიზებული სამუშაოებისთვის დამუშავებულ ადგილებში მუშების შესვლის ვადა 3 დღე,

ხელით სამუშაობისთვის - 7.

ლოდინის პერიოდი დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე 7-დან 14 დღემდე

სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა:

ხეხილის ბაღები - 600-1200 ლ/ჰა (ხის ვარჯის მოცულობის მიხედვით),

ვენახი - 500-800 ლ/ჰა,

ბოსტნეული კულტურები - 250-300 ლ/ჰა,

500-1200 ლ/ჰა დახურულ გრუნტში ბოსტნეულ კულტურებზე

ყურადღება

სავალდებულოა მცენარეთა მთლიანი ზედაპირის სრული და ერთიანი საფარი სამუშაო ხსნარით,

განსაკუთრებით ჭუპრობის სტადიაში.ემამექტინის ბენზოატის სწრაფი შეწოვისა და

ტრანსლამინარულითვისებების გამო,გარემო ფაქტორების გავლენა პრეპარატის

ეფექტურობაზე მცირდება და ენტომოფაგებზე უარყოფითი ზემოქმედება მინიმუმამდეა დაყვანილი.

ყველა რეგულაციის დაცვით, ტურილი უსაფრთხოა ფრინველებისთვის, ფუტკრებისათვის,

ძუძუმწოვრებისთვის და სასარგებლო ენტომოფაგებისთვის და შეიძლება კომბინირებული

გამოყენება ბიოლოგიურ დაცვასთან.

ტოქსიკურობა
ჯანმო კლასიფიკაცია: საშიშროების კლასი 3.

ცხრილის ჩამოტვირთვა