პროდუქცია

ინგრესი

პოლიალკილენის ოქსიდით მოდიფიცირებული ჰეპტამეთილტრიზილოქსანი

0,1ლ, 0,5ლ

 

აქტიური ნივთიერება:

პოლიალკილენის ოქსიდით მოდიფიცირებული ჰეპტამეთილტრიზილოქსანი


პრეპარატული ფორმა:
 ხსნარი

ქიმიური ჯგუფი

ორგანოსილიციუმის ნაერთები

შეფუთვა : 0,1ლტ,0,5ლტ

თავსებადობა:

თავსებადია ყველა პესტიციდთან და აგროქიმიკატთან.

 

მოქმედების მექანიზმი
აქტიური ნივთიერება მიეკუთვნება სილიციუმის ორგანული ნაერთების კლასს, რომლებსაც აქვთ 
სუპერგაფართოებადი თვისებები.
ტრიზილოქსანის მაღალი შემცველობა არის ძირითადი ფაქტორი, 
რომელიც ქმნის  სამუშაო ხსნარის ფოთლების ზედაპირზე გავრცელების მაღალ სიჩქარეს. 
 

ინგრესი არის  მოდიფიცირებული ტრიზილოქსანი  და ორგანული სილიკონი, რომელიც გამოიყენება პესტიციდებთან ნარევში,რათა უფრო ეფექტური გახადოს პრეპარატის მოქმედება და ხელი შეუწყოს მისი მცენარის ზედაპრიზე გაშლას.


ინგრესის  ხსნარი ცვლის  წყლის ზედაპირის დაჭიმულობას 3,5 -ჯერ, 20.5mN/m-მდე, რაც უზრუნველყოფს მცენარის ზედაპირის იდეალურ დანამვას.


ამ ნივთიერების  დამატება სამუშაო ხსნარში ზრდის კონტაქტს ხსნარსა და ფოთლის ზედაპირს შორის,ხელს უწყობს პრეპარატის უკეთეს მიმწებებელობასა და მის თანაბარ გადანაწილებას ფოთლის ზედაპირზე, რაც მნიშველოვნად ზრდის მცენარის დაცვის ხარისხს. მცენარე უფრო მარტივად შეიწოვს პროდუქტს, რაც იძლევა პრეპარატის დაბალი დოზით გამოყენების საშუალებას და ამცირებს სამუშაო ხსნარის საჰექტრო ხარჯვის ნორმას.


ამავდროულად გამორიცხავს გარემო ფაქტორების უარყოფით გავლენას პესტიციდების და აგროქიმიკატების მოლეკულებზე.ეს არის არაიონური დამხმარე საშუალება, რომელსაც არ გააჩნია მუხტი, ამიტომ არ შეუძლია რეაქციაში შევიდეს პრეპარატების  აქტიურ ნივთიერებებთან



ტოქსიკურობა
:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  კლასიფიკაცია: საშიშროების მეოთხე კლასი 

ცხრილის ჩამოტვირთვა