მოქმედი ნივთიერება: ტებუკონაზოლი, 120 გ/ლ.
პრეპარატული ფორმა: თხევადი კონცენტრატი
ქიმიური ჯგუფი: ტრიაზოლები
შეფუთვა: 1ლ, 5ლ
თავსებადობა: თავსებადია პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან გარდა ტუტოვანებისა. სამუშაო ნარევის მომზადებამდე უნდა ჩატარდეს სატესტო შერევა.
მოქმედების მექანიზმი
ტებუკონაზოლი არის სისტემური მოქმედების ფუნგიციდი დამცავი, სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებებით,რომელიც იცავს სათესლე მასალას გარეთ და შიგნით ნებისმიერი სოკოვანი პათოგენისაგან. მათ შორის ფესვის სიდაპლეები,გუდაფშუტური დაავადებები,ნაცარი,სეპტორიოზი და ა.შ
გამოყენების რეკომენდაციები:
სათესლე მასალის მომზადებისას რეკომენდებულია მაღალი ხარისხის, გადარჩეული და უცხო მინარევებისაგან თავისუფალი თესლის გამოყენება.
მნიშვნელოვანია დამუშავებული სათესლე მასალის ჩათესვა მოხდეს 1 დან 15 დღის შუალედში. თესლის ტენიანობა უნდა იყოს 1%-ზე დაბალი, რათა თავიდან იქნას აცილებული დამუშავების შემდეგ თესლის თვითგაცხელების შესაძლებლობა. მოქმედების ეფექტურობის მნიშვნელოვანი ფაქტორია თესლის ზედაპირის მაქსიმალური დაფარვა მაღალი ხარისხის, საკმარისი და ერთგვაროვანი საფარით.
შესხურებისას დააკვირდით სამუშაო ხსნარის ერთგვაროვანი განაწილების ხარისხს, აგრეთვე სამუშაო ხსნარის მოხმარების სიჩქარეს და მარცვლის ფერის ხარისხს.
თუ მასალა დამუშავებულია სხვა პრეპარატებით, შეიძლება შეამციროს პრეპარატის მოქმედების ეფექტი.
დამუშავების მაქსიმალური სიხშირე სეზონზე - ერთჯერ
ლოდინის პერიოდი მოსავლიდან მოსავალამდე მექანიზირებული და ხელით
სამუშაოებისათვის არ არის განსაზღვრული.
სამუშაო ხსნარის მომზადების ნორმები:
10 ლიტრი წყალი + 0,2-0,25 ლიტრი პრეპარატი ერთ ტონა სათესლე მარცვლოვან კულტურაზე.
სამუშაო ხსნარის მომზადება.
წამლის სამუშაო ხსნარი მოამზადეთ სპეციალურად აღჭურვილ პუნქტებში. გამოყენებამდე პრეპარატიანი ჭურჭელი კარგად შეანჯღრიეთ. ჩაასხით წამლის საჭირო რაოდენობა 1/3 წყლით სავსე ავზში მუდმივი მორევით. რამდენიმე წუთის შემდეგ, დაამატეთ წყალი ავზის სრულ მოცულობას. საფუძვლიანად აურიეთ. თესლის შეწამვლისას უნდა ჩართოთ შერევის რეჟიმი სამუშაო ხსნარის ერთგვაროვნების შესანარჩუნებლად.
გამოიყენეთ სამუშაო ხსნარი მისი მომზადების დღეს.
ტოქსიკურობა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაცია: საშიშროების მესამე კლასი
პრეპარატის უპირატესობები